Loading...

იურიდიული თარგმანი

იურიდიული თარგმანების შესასრულებლად ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მთარგმნელები, რომლებიც ფლობენ შესაბამის იურიდიულ ტერმინოლოგიას, კარგად იცნობენ იურიდიული ტექსტების თემატიკას და სპეციფიკურ სტილს.

აგრეთვე დიდი სიზუსტითა და ოსტატობით ახორციელებენ ექვივალენტური და ზუსტი სიტყვებისა და სიტყვათშეთანხმებების, საჭირო ტერმინოლოგიის გამოყენებასა და ანალოგის მოძებნას, როგორც მშობლიურ ენაზე, ასევე სათარგმნი ტექსტის ენაზე, ისე, რომ იურიდიული ტექსტის სტანდარტიზებული აზრი და სტილი იყოს დაცული.

გთავაზობთ შემდეგი სახის იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნას:

სამოქალაქო, სისხლის სამართლის, სამეურნეო, საერთაშორისო და საზღვაო სამართლის ტექსტების თარგმანი, აგრეთვე ანდერძების, ნასამართლეობის ცნობების, ნებისმიერი საკითხის თარგმანი, რომელიც ეხება ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საბუთებს, სხდომათა ოქმები, სავაჭრო რეესტრის დოკუმენტები, დასკვნები, ნებისმიერი სახის კონტრაქტებისა და შეთახმებების თარგმანები (მაგ. ყიდვა-გაყიდვის, შრომითი, მომსახურების გაწევის, ორგანიზაციების დაარსებისა და მასში ცვლილებების შეტანის ხელშეკრულებები, თანაცხოვრების ხელშეკრულებები, ქირავნობის კონტრაქტები, იურიდიული კვლევები), აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც საჭიროებს იურიდიულ განათლებას.